ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას “როსტვერკი” განახორციელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას “როსტვერკი” განახორციელებს

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის ხელოვნური საფარის სარემონტო სამუშაოებს კომპანია „როსტვერკი“ შეასრულებს. ამას ითვალისწინებს კონტრაქტი, რომელიც მხარეებს შორის 21 აგვისტოს გაფორმდა.

ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა, თუმცა მონაწილე მხოლოდ ერთი კომპანია – „როსტვერკი“ იყო. შედეგად, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ღირებულება 941,300 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულდეს ეტაპობრივად 12 თვის განმავლობაში, ხოლო კომპანიას ექნება ვალდებულება, დაზიანებული მონაკვეთების ასფალტო-ბეტონის საფარი სრულად გამოცვალოს. საჭიროების შემთხვევაში იგეგმება საფარის ქვეშ არსებული ფუძის გამაგრებაც. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამუშაოები განხორციელდება ექსპლუატირებულ აეროპორტში, რის გამოც სარემონტო პროცესი შეზღუდული იქნება ფრენებს შორის დროის მონაკვეთებით.

„როსტვერკის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის პირგასამტეხლოს და ერთჯერადი ჯარიმის დაკისრებას.

შპს „როსტვერკი“ 2012 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ჯეირან ომანაძეა.

ამ ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 30 ნოემბრამდეა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა რეგიონში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის და მისი ინფრასტრუქტურის რეგულარული განახლება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავიაბაზრის განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…